თეგი: კირილ ბუდანოვი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება

უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დიდხანს არ გაგრძელდება და მისი აქტიური ეტაპი მალე დასრულდება, - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. დამაზუსტებელ კითხვას, გაგრძელდება თუ არა ეს „ორი თუ სამი კვირა“, ბუდანოვმა უპასიხა, რომ საუბარია უფრო ხანგრძლივ პერიოდზე. „ეს ომი ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ის მალე დასრულდება", - განაცხადა ბუდანოვმა უკრაინული მედიის ცნობით. „მაისის ბოლოს მე ვთქვი, როგორი წარიმართებოდა სამხედრო ოპერაციები, პირდაპირ ვთქვი, რომ ივნისი არ იქნებოდა კარგი ჩვენთვის, წავაგებდით. ივლისში იქნებოდა პირობითი სტაგნაცია, აგვისტოში კი დავიწყებდით ეტაპობრივად სვლას ტერიტორიების აღდგენისკენ. ბენ ჰოჯესმა დაასახელა პერიოდი, როცა უკრაინული ჯარები ყირიმში შევლენ ზამთარში ომი დიდწილად ჩაცხრება, ზამთრის შემდეგ კი ამ კონფლიქტის დასრულება დაიწყება. პირველ ეტაპზე - 1991 წლის მდგომარეობით ადმინისტრაციულ საზღვრამდე მისვლა“, - განაცხადა ბუდანოვმა. მისივე თქმით, უკრაინის არმია ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს შევა. „შესაძლოა, ცოტა ადრეც“.

უკრაინის დაზვერვამ უკრაინის გამარჯვებით ომის დასრულების სავარაუდო პერიოდი დაასახელა

უკრაინის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი წლის ბოლომდე კიევის „მნიშვნელოვან გამარჯვებებს" პროგნოზირებს. „რუსეთის მარცხი გარდაუვალია...წლის ბოლომდე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებები იქნება. ამას მალე ნახავთ“, - ამბობს ბუდანოვი. ის იმედოვნებს, რომ ქალაქ ხერსონს დაიბრუნებენ, სადაც უკრაინამ  ბოლო კვირებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. „გაზაფხულის ბოლოს ეს უნდა დასრულდეს. ზაფხულისთვის ყველაფერი უნდა დასრულდეს“, - აღნიშნავს ბუდანოვი CNN-ის ცნობით. მისი თქმით, უკრაინა 1991 წლის პერიოდის საზღვრების პირობებში დაბრუნებას აპირებს, რაც ნიშნავს ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიების დაბრუნებასაც. ბუდანოვს არ სჯერა, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება „თეორიულად, შეუძლიათ, მაგრამ ეს მხოლოდ დააჩქარებს რუსეთის ფედერაციის დაშლას. მათ ეს კარგად იციან. არ არიან ისეთი სულელები, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყვნენ“, - განაცხადა ბუდანოვმა. მისივე თქმით, კრემლში მყოფნი ახლა გაერთიანდნენ უკრაინასთან ომში მთავარი მიზნის გარშემო: „არ წააგონ“. ამასთან, კრემლში სხვადასხვა ბანაკში, სიტუაციიდან გამოსავლის განსხვავებულ გზას ხედავენ. „ზოგს ნათლად ესმის, რომ უნდა შეწყდეს ომი და ეძიოს რაიმე სახის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ზოგს მიაჩნია, რომ რუსეთი შეწყვეტს არსებობას, თუ ისინი არ გააგრძელებენ, თუ დამარცხდებიან, - აღნიშნავს ბუდანოვი. კირილ ბუდანოვის თქმით, „ძალიან სერიოზული პოლიტიკური პროცესი დაიწყება, რომელიც დაკავშირებულია ცვლილებებთან დღევანდელ რუსეთის ფედერაციაში“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინის დაზვერვა: რუსეთის მარცხი გარდაუვალია

უკრაინის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი წლის ბოლომდე კიევის „მნიშვნელოვან გამარჯვებებს" პროგნოზირებს და აცხადებს, რომ „რუსეთის მარცხი გარდაუვალია. წლის ბოლომდე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებები იქნება. ამას მალე ნახავთ“, - ამბობს ბუდანოვი. ის იმედოვნებს, რომ ქალაქ ხერსონს დაიბრუნებენ, სადაც უკრაინამ  ბოლო კვირებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. „გაზაფხულის ბოლოს ეს უნდა დასრულდეს. ზაფხულისთვის ყველაფერი უნდა დასრულდეს“, - აღნიშნავს ბუდანოვი CNN-ის ცნობით. მისი თქმით, უკრაინა 1991 წლის პერიოდის საზღვრების პირობებში დაბრუნებას აპირებს, რაც ნიშნავს ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიების დაბრუნებასაც. ბუდანოვს არ სჯერა, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: ომი მალე დასრულდება „თეორიულად, შეუძლიათ, მაგრამ ეს მხოლოდ დააჩქარებს რუსეთის ფედერაციის დაშლას. მათ ეს კარგად იციან. არ არიან ისეთი სულელები, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყვნენ“, - განაცხადა ბუდანოვმა. მისივე თქმით, კრემლში მყოფნი ახლა გაერთიანდნენ უკრაინასთან ომში მთავარი მიზნის გარშემო: „არ წააგონ“. ამასთან, კრემლში სხვადასხვა ბანაკში, სიტუაციიდან გამოსავლის განსხვავებულ გზას ხედავენ. „ზოგს ნათლად ესმის, რომ უნდა შეწყდეს ომი და ეძიოს რაიმე სახის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ზოგს მიაჩნია, რომ რუსეთი შეწყვეტს არსებობას, თუ ისინი არ გააგრძელებენ, თუ დამარცხდებიან, - აღნიშნავს ბუდანოვი. კირილ ბუდანოვის თქმით, „ძალიან სერიოზული პოლიტიკური პროცესი დაიწყება, რომელიც დაკავშირებულია ცვლილებებთან დღევანდელ რუსეთის ფედერაციაში“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსეთის დაშლის დრო დადგა - უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ დადგა დრო, რომ რუსეთი, როგორც ქვეყანა უნდა დაიშალოს. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. „საზღვრები შეიძლება, შეიცვალოს. ეს ხელოვნურად შექმნილი შეცდომაა და ახლა დადგა ამ ქვეყნის (რუსეთის - რედ.) დაშლის მომენტი", - განაცხადა კირილ ბუდანოვმა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის თქმით, უახლოეს მომავალში ყველა იხილავს რუსეთის ძალების წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევის შედეგებს. ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა მიიღო სარგებელი აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შედეგად. ბუდანოვმა დაადასტურა, რომ მალევე ესაუბრა თავის ამერიკელ კოლეგებს დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ.  

რუსეთმა შეტევა შეაჩერა, თავდაცვაზე გადავიდა გარდა ორი სექტორისა - უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი

რუსეთმა უკვე შეაჩერა შეტევა, ის გადავიდა თავდაცვაზე, გარდა ორი სექტორისა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა რადიო NV-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, 2023 წლის 31 მარტს რუსეთის შეტევის მორიგი მცდელობა, ეგრეთ წოდებული ზამთარ-გაზაფხულის შეტევა ჩაიშალა. ისინი ცდილობდნენ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მისულიყვნენ. „რუსეთს ამ დროისთვის სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის პოტენციალი არ აქვს და ეს არც უახლოეს მომავალში ექნება", - განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით, „რუსეთი გადავიდა სტრატეგიულ თავდაცვით ოპერაციაზე“, რომლის მიზანიც მიტაცებული ტერიტორიების შენარჩუნებაა. ბუდანოვის თქმით, არსებობს ორი გამონაკლისი, ბახმუტი და ავდიივკა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა 17 აპრილს განაცხადა, რომ მტრის მთელი დამრტყმელი ძალები კონცენტრირებულია აღმოსავლეთის ოთხ რაიონში - მარინკაში, ლიმანში, ბახმუტსა და ავდიივკაში - ამიტომ უკრაინამ მეტი სამხედრო პოტენციალის კონცენტრირება უნდა მოახდინოს იქ, რომ მტერი შეაჩეროს.  

უკრაინულ დრონებს შეუძლიათ, მოსკოვამდე და უფრო შორსაც მიაღწიონ - ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კირილო ბუდანოვის თქმით, უკრაინულ უპილოტო თვითმფრინავებს მოსკოვამდე და მის შორსაც ფრენა შეუძლიათ. „ისინი აღწევენ მოსკოვს და უფრო შორს”, - განაცხადა ბუდანოვმა რადიო NV-სთან ინტერვიუში. მან უარი თქვა უკრაინული დრონების განლაგების ოპერაციების დეტალებზე საუბრისგან. ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში „უსაფრთხოების წესები“ „ძალიან ხშირად“ ირღვევა. ამავე ინტერვიუდან: რუსეთმა შეტევა შეაჩერა, თავდაცვაზე გადავიდა გარდა ორი სექტორისა - უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი  

რუსეთის შეტევითი პოტენციალი ამოწურულია - ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევითი პოტენციალი სრულიად ამოწურულია. მისივე შეფასებით, თავდაცვითი შესაძლებლობები კვლავ ძლიერია. „ის [შეტევითი პოტენციალი] სრულიად ამოწურულია, მათ ახლა დაცვისთვის აქვთ სერიოზული პოტენციალი. ეშელონირებული, სწორი, ძლიერი დაცვა ააშენეს. მაგრამ ეს უკვე ის რუსული არმია აღარ არის, რომელსაც სერიოზული შეტევითი ოპერაციების ჩატარება შეეძლო”, - განაცხადა ბუდანოვმა. ბუდანოვის თქმით, რუსეთის დაჯგუფება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ქმედებებში იღებს უშუალო მონაწილეობას, სამხედროების დაახლოებით 370 000, ეროვნული გვარდიის 20 000 და გასამხედროებული ფორმირებების 7 000 ადამიანს ითვლის.  

ბუდანოვის თქმით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი დანაღმეს და აფეთქების საშიშროება არსებობს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი დანაღმეს, აფეთქების საშიშროება არსებობს.  „სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის [აფეთქების ან ავარიის] გარკვეული საშიშროება არსებობს. ვინაიდან, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური როგორც იმყოფებოდა, ისევე იმყოფება საოკუპაციო ჯარების დროებითი კონტროლის ქვეშ”, - განაცხადა კირილ ბუდანოვმა. მისივე თანახმად, კახოვკის ჰესის კაშხალის აფეთქებით რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებლებთან წყლის ნორმალურის მიმოსვლა გაანადგურეს. ასევე, ოკუპაციის პირობებში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დამატებით იქნა დანაღმული, კერძოდ კი მისი გამაგრილებელი. “თუ მას [გამაგრილებელს] აფეთქების გზით გამოიყვანენ მწყობრიდან, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები იქნება”, - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.  

უკრაინის დაზვერვის თანახმად, „ვაგნერი" უკრაინაში აღარ იბრძოლებს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ინფორმაციით, „ვაგნერი" უკრაინაში აღარ იბრძოლებს. ბუდანოვმა Українській правда-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ვაგნერი“ ყველაზე ქმედითუნარიანი ჯგუფი იყო რუსეთის ჯარებში. „კიდევ ერთხელ განადგურდა მითი რუსული რეჟიმის სიმტკიცის შესახებ. დიდი ზიანი მიადგა რუსეთის სამხედრო და საჰაერო ძალებს. ასევე, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ აღარ მიიღებს უკრაინის ტერიტორიაზე დაპირისპირებაში მონაწილეობას. ეს იყო რუსეთის ფედერაციის ყველაზე ეფექტიანი ჯგუფი, რომელმაც იცოდა, როგორ მიეღწია წარმატებისთვის, ნებისმიერ ფასად", - განაცხადა ბუდანოვმა. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბუდანოვის თქმით, „ეფესბეს“ ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია დაევალა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB) „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია აქვს დავალებული. „ჩვენთვის ცნობილია, რომ „ეფესბეს“ მისი მკვლელობის დავალება მისცეს. წარმატებით განახორციელებენ ამას? დრო გვიჩვენებს“, - აღნიშნა ბუდანოვმა ონლაინ გამოცემა The War Zone-თან ინტერვიუში. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მკვლელობის მცდელობა სწრაფად ვერ განხორციელდება. „ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ასეთი პოტენციური მკვლელობის მცდელობა არ იქნება სწრაფი. მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დიდი ღია კითხვაა. იქნებიან თუ არა ისინი წარმატებულები ამ საქმეში. შეასრულებენ ამას? გაბედავენ ამ ბრძანების შესრულებას?"- აღნიშნა ბუდანოვმა.  

ბუდანოვის თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული თავდასხმის საფრთხე შემცირებულია

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული თავდასხმის საფრთხე შემცირებულია მისივე თქმით, კიევი საჯარო ზომებს იღებს, თუმცა ასევე დგამს ნაბიჯებს, რომლებსაც არ ამჟღავნებს. ამ თემაზე ბუდანოვმა Times-თან ინტერვიუში ისაუბრა. დაზვერვის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა ნაბიჯებზეა საუბარი და რა ფაქტები მიუთითებს ZNPP-ზე კატასტროფის რისკის შემცირებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა 5 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს.      

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი: პუტინის უახლოეს კაბინეტებში საკუთარი წყაროები გვყავს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინამ რუსეთთან საინფორმაციო ომი წააგო, ახლა კი საინფორმაციო ომს თავად რუსეთი აგებს. „2014 წელს ჩვენ სრულიად წავაგეთ საინფორმაციო ომი და ომში, რომელიც 2022 წელს დაიწყო - სულ სხვანაირად დავიწყეთ მოქმედება. ახლა რუსები აგებენ საინფორმაციო ომს“, - აღნიშნა ბუდანოვმა Reuters-თან ინტერვიუში. ბუდანოვის თქმით, გასულ წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ზუსტად იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. „ვინ აღმოჩნდა მართალი? ჩვენ. ჩვენ გვყავს ჩვენი საკუთარი წყაროები. ასე ვთქვათ, პუტინთან უახლოეს კაბინეტებში. ამიტომ, ჩვეულებრივ ვიცით, რა ხდება“, - განაცხადა კირილ ბუდანოვმა.  

ბუდანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინის ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში მალე შევლენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინული ძალები მალე შევლენ დროებით ოკუპირებულ ყირიმში. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა TSN-სთან გააკეთა. ბუდანოვმა არ დაასახელა ყირიმის დეოკუპაციის კონკრეტული თარიღი, მაგრამ დაადასტურა, რომ ეს „მალე“ მოხდება.“ ამავე დროს, ბუდანოვმა ბელორუსის მხრიდან საფრთხეს არარეალური უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცების განლაგება საერთოდ არ აშინებს უკრაინის თავდაცვის ძალებს. ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.  

ყირიმის დაბრუნება სამხედრო ოპერაციების გარეშე შეუძლებელია - ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ყირიმი დაბრუნდება კომბინირებული საშუალებებით, მაგრამ ეს შეუძლებელია სამხედრო ოპერაციების გარეშე. „გსმენიათ ჩემგან, რომ შესაძლებელია ნებისმიერი ტერიტორიის უსისხლო გზით დაბრუნება? დიდი ალბათობით, არა. თუ ვინმემ იცის, როგორ არის შესაძლებელი, დარწმუნებით ან დიპლომატიის სხვა ვარიანტით, აიძულოს რუსული არმია თუნდაც მილიმეტრით გადაადგილდეს, არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ რეალურად რაიმე მიმართულებით, კარგი, დაე, გააკეთოს ეს,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. დაზვერვის უფროსს ასევე მიაჩნია, რომ სანამ თავდაცვის ძალები მიიწევენ ყირიმისკენ, პუტინი ბირთვულ მუქარებს გააგრძელებს. უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ (GUR) განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. Reuters-ის ცნობით, მოსახლეობა მსხვერპლის, აფეთქებებისა და გზის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სამხედრო ბაზა უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 25 აგვისტოს ამტკიცებდა, რომ „რუსეთის ტერიტორიას“ ღამით 42 უკრაინული დრონი დაესხა თავს, მაგრამ სამიზნეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. უწყების განცხადებით, ყირიმის ტერიტორიაზე 9 დრონი გაანადგურეს, 33 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ჩამოაგდეს. მანამდე, "ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმები ისმოდა. „ჩვენ ვადასტურებთ, რომ მოხდა დარტყმა,”- განაცხადა GUR-ის სპიკერმა ანდრი იუსოვმა. „ჩვენს ყირიმში ოკუპანტების განადგურების ახალ შემთხვევებს ამ დღეებში ნახავთ,“ - აცახებდა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი 22 აგვისტოს. მისი თქმით, უკრაინაში არის ხალხი, რომელსაც ყირიმის დეოკუპაციის ეშინია, მაგრამ არის ბევრი ისეთიც, ვინც რუსებისგან გათავისუფლებას ელის და მათთვის იმედის მიცემა საჭიროა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას განაგრძობს. ამ ფონზე კიევი ასევე იღებს დაპირებას, რომ მალე მიაწვდიან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლითაც უკრაინა ჰაერში რუსეთის უპირატესობის განეიტრალებას ვარაუდობს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას

პირველი ბირთვული ქობინი რუსეთიდან ბელორუსში ჩაიტანეს - უკრაინის დაზვერვის უფროსი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ ბელორუსს რუსეთის ფედერაციიდან პირველი ბირთვული ქობინი  გადაეცა. ბუდანოვის განმარტებით, „ეს ფსონების აწევის ინსტრუმენტია.“ მისი განცხადებით, ისკანდერის ტიპის სისტემაზე სწავლებამ, რომლებიც მცირე რაოდენობითაა განთავსებული ბელორუსში აჩვენა, რომ მინსკი სრულიად მოუმზადებელი იყო მათ გამოსაყენებლად, თუმცა, ბელორუსებმა ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს Tochka U-ს რაკეტების გამოყენებაში,“ - განაცხადა ბუდანოვმა. ბუდანოვს მიაჩნია, რომ ვიდრე თავდაცვის ძალები მიიწევენ ოკუპირებული ყირიმისკენ, პუტინი ბირთვულ მუქარებს გააგრძელებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. კიევი კი ალიანსში, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაწევრიანდება. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. რნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. 24 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინელი პილოტების მომზადებას შემოდგომაზე დაიწყებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ. CNN 25 აგვისტოს იტყობინება უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. მოგვიანებით, 26 აგვისტოს, ამერიკელი გენერალ მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზის გარღვევა შეძლეს. უკრიანელების წინსვლაზე წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც. კიევმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს. ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის დროშა 29 აგვისტოს აღმართეს.

ბუდანოვი: ფსკოვის აეროდრომზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, 30 აგვისტოს ფსკოვის აეროდრომზე რუსეთის სამხედრო- სატრანსპორტო თვითმფრინავეზე Ил-76-ზე დრონებით თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა. ბუდანივი არ აკონკრეტებს ვის მიერ განხორციელდა თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თუ პარტიზანების მიერ. არც დრონების რაოდენობასა და ტიპს ასახელებს. მისი თქმით, ეს თვითმფრინავები სწორედ იმიტომ იყო სამიზნე, რომ რუსეთის ფედერაცია მათ იყენებდა სამხედრო ტვირთისა და საჰაერო ხომალდის პერსონალის გადაადგილებისთვის. „ჩვენ რუსეთის ტერიტორიიდან ვმუშაობთ,“ - ამბობს უკრაინული მედიის ცნობით, ბუდანოვი ტელეგრამ არხ The War Zone-თან კომენტარში. ბუდანოვმა გაამხილა დარტყმის რამდენიმე დეტალი: სამიზნე იყო საწვავის ავზები და ფრთების ფრთის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მდებარეობს IL-76-ის ზედა ნაწილში. უკრაინის დაზვერვავ 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა. ცნობისთვის, კიევი 31 აგვისტოს იუწყებოდა უკრაინული შორი რადიუსის იარაღის წარმატებით გამოყენების შესახებ.  

რუსებმა რამდენჯერმე დაგეგმეს ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაცია - ბუდანოვი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის ოპერაციები რუსეთში რამდენჯერმე დაგეგმეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „ხედავთ, რომ უკრაინის უწყებები საკმაოდ ეფექტიანად მუშაობენ, რადგან ეს (მკვლელობა) არ მომხდარა," - განაცხადა ბუდანოვმა. 2022 წლის მარტში პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ ზელენსკის ლიკვიდაცია 10-ჯერ სცადეს. ბოლოს, 8 აგვისტოს განაცხადა უსაფრთხოების სამსახურმა, რომ დააკავეს რუსი ინფორმატორი ქალი, რომელიც მიკოლაივის რეგიონში ზელენსკის ვიზიტის დროს, საჰაერო თავდასხმას ამზადებდა.  

ბუდანოვი: რუსეთის მმართველ ელიტაში ცოტა ადამიანი უჭერს მხარს უკრაინის ომს

რუსეთის ფედერაციაში გადაწყვეტილების მიმღებთა შორის მხოლოდ რამდენიმეა უკრაინაში ომის წარმოების მომხრე. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „ვინც იქ რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს, მხოლოდ რამდენიმე დარჩა, ვინც ომის მომხრეა პირდაპირი გაგებით. ყველას ესმის, რომ ეს არის კოლაფსი და რაც უფრო მალე დასრულდება, მით უკეთესი," - განაცხადა ბუდანოვმა. კითხვას, ძლიერდება თუ არა რუსეთის მთავრობა „ვაგნერ“ ჯგუფის და მისი ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბუდანოვმა უპასუხა, რომ ყველაფერი, ივნისის „ამბოხებით“ დაწყებული და შემდგომი მოვლენებით გაგრძელებული, აშკარად არ მუშაობდა რუსეთის ხელმძღვანელობის სასარგებლოდ. რუსებმა რამდენჯერმე დაგეგმეს ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაცია - ბუდანოვი  

კირილ ბუდანოვი: არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ომი ხანგრძლივი იქნება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი არ იქნება. „არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. ეს არის ჩემი პირადი აზრი, რომელიც ეფუძნება იმ მონაცემების ანალიზს, რაც გვაქვს, პირველ რიგში, მოწინააღმდეგის შესახებ," - განაცხადა კირილ ბუდანოვმა. ბუდანოვის თქმით, რუსებს ფიზიკურად არ შეუძლიათ გრძელვადიანი ომის წარმოება. „მაგრამ, თუ თქვენ საუბრობთ ექვს თვეზე, შვიდ თვეზე, წელიწადზე და ფიქრობთ, რომ ეს ხანგრძლივი პერიოდია, მაშინ გასაგებია, რომ მართალი იქნებით,” - განაცხადა ბუდანოვმა.  

ბუდანოვი: ეს არის პირველი ომი, სადაც ყველა სახის იარაღია გამოყენებული

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს ყველა სახის იარაღია გამოყენებული. ამის შესახებ ბუდანოვმა იალტის ევროპული სტრატეგიის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა. ამავე გამოსვლაში მან ასევე მიუთითა უკრაინის „წარმატებულ ტაქტიკაზე.“ კირილ ბუდანოვი: არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ომი ხანგრძლივი იქნება „კრეატიულობისა და მოქნილობის თვალსაზრისით, ჩვენ კვლავ დავამარცხეთ რუსეთი. პუტინის რეჟიმი აღარ არის ისეთი ძლიერი. თუმცა ისინი ადაპტირდებიან. მათ ააშენეს ერთზე მეტი თავდაცვის ხაზი, მაგრამ ჩვენი წინსვლა გრძელდება,“ - განაცხადა ბუდანოვმა.  

კირილ ბუდანოვი: რუსეთსა და ყირიმს შორის სახმელეთო კომუნიკაციების გაწყვეტის ოპერაცია, შეიძლება, ზამთრამდე დასრულდეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის სახმელეთო კომუნიკაციების გაწყვეტის ოპერაცია ზამთრის დადგომამდე შეიძლება, დასრულდეს. ბუდანოვის თქმით, რუსეთი ახლა ახორციელებს არასაკმარისი რეზერვების განთავსებას, რომელთა განლაგებასაც ოქტომბრის ბოლომდე არ აპირებდა. „იმის საპირისპიროდ, რასაც რუსეთის ფედერაცია აცხადებს, მას აბსოლუტურად არ აქვს სტრატეგიული რეზერვი. რუსეთის 25-ე კომბინირებული შეიარაღების არმიას, რომელიც ნაადრევადაა განლაგებული აღმოსავლეთ ფრონტზე ლიმანისა და კუპიანსკის გარშემო, აქვს იმ ცოცხალი ძალის მხოლოდ 80% და აღჭურვილობის 55%, რომელიც უნდა ჰქონოდა," - განაცხადა ბუდანოვმა. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კონტრშეტევაში კარგად მომზადებული მტრის წინააღმდეგ წინსვლის ნელი ტემპი უბრალოდ რეალობის ანარეკლია. „ფანქარი ძლიერია თუ სუსტი? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებ მას. კონტრშეტევა გრძელდება. უკრაინას ჯერ კიდევ აქვს დრო. ტალახის სეზონის დაწყებამდე თვეზე მეტია დარჩენილი და ეს ფაქტია,“ - განაცხადა ბუდანოვმა.  

ბუდანოვმა რუსეთში დრონების გაშვების სამი მიზანი დაასახელა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა The Economist-თან ინტერვიუში ისაუბრა რუსეთში უპილოტო თვითმფრინავების გაშვების სამ ძირითად მიზანზე. მან მიუთითა აგრესორი ქვეყნის „კომფორტის ზონიდან" გამოყვანის აუცილებლობაზე. ბუდანოვის  მიერ ჩამოთვლილ მიზნებში შედის: რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის მარაგის ამოწურვა, სამხედრო ტრანსპორტის და ბომბდამშენების შესაძლებლობების შესუსტება და სამხედრო წარმოების ობიექტებისთვის ზიანის მიყენება. ამ უკანასკნელი მიზნის მაგალითად მან ტვერის ოლქში სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანაზე ბოლო დარტყმა მოიყვანა. გარდა ამისა, ბუდანოვის თქმით, დრონების გაშვების მიზანი ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხიც არის - მაგალითად, როგორც საშუალება რუსეთის მოსახლეობაში შფოთვის დათესვისა და ქვეყნის შიგნით ეკონომიკური პროცესების კონტექსტში  არსებული სტატუს კვოს დანგრევა. ბუდანოვი ხაზს უსვამს, რომ მაგალითად, სანქტ-პეტერბურგისა მოსკოვის აეროპორტი თითქმის ყოველდღე იხურება. დაზვერვის უფროსს მიაჩნია, რომ „დრონები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობენ უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლების ოპერაციებს.“  

კირილ ბუდანოვი: რუსეთის რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ვეყნის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ყირიმში წარმატებით ანადგურებენ რუსული არმიის ინფრასტრუქტურას და სამხედრო ობიექტებს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს. ამის შესახებ ბუდანოვმა The War Zone-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბუდანოვმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსული ჯარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საერთო სისტემის სუსტ წერტილებს ეძებენ და აზიანებენ, ეს სისტემები კი, ძალიან ძვირადღირებულ მოწყობილობას წარმოადგენს და მათ წარმოებას დიდი დრო სჭირდება. „რუსეთმა მის ხელთ არსებული ყველა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა და ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ, რადგან ისინი უსაზღვრო არ არის. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ჩვენ ამ სისტემების ხარისხიანი მუშაობის ქმედუუნარობის დემონსტრირებას ვახდენთ, რაც შეიარაღების მსოფლიო ბაზრებზე ამ სისტემებს ნაკლებად მომგებიანად ხდის,” - აღნიშნა ბუდანოვმა.  

კირილ ბუდანოვი: უკრაინა ყირიმის ხიდზე რეგულარულ დარტყმებს მიიტანს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ოკუპირებული ყირიმის ხიდზე რეგულარულ დარტყმებს მიიტანს. „კითხვა იმაში კი არ არის, შევუტევთ თუ არ შევუტევთ ხიდს? ჩვენ ამას რეგულარულად ვაკეთებთ და ამიტომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია," - განაცხადა ბუდანოვმა. ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ბუდანოვმა უპასუხა: „და რას გააკეთებს პუტინი? ის კიდევ ერთხელ გაბრაზდება. რისი გაკეთება შეუძლია?!“ ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.  

ბუდანოვი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში რუსეთის კვალზე მიუთითებს

ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ, „ჰამასის“ „რუსულ კავშირებზე“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი საუბრობს. კირილ ბუდანოვი „ჰამასის“ ტერორისტების ქმედებების უკან რუსული კვალის დამადასტურებელ ფაქტებზე მიუთითებს. ის მიიჩნევს, რომ კრემლის ჩართულობის მთავარი ფაქტებია - რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ ტერორისტებისთვის იარაღის გადაცემა; რუსული კოსმოსური აპარატის გადაყვანა ისრაელის გეოსტაციონალურ ორბიტაზე დაზვერვის ჩასატარებლად; ლიბანში "კრემლის" პროპაგანდისტული რადიომაუწყებლობის ჩართვა; თავდასხმის დროს კამიკაძე დრონების ტაქტიკის გამოყენება. „კამიკაძე დრონების გამოყენება ჩვენი ომის ნოუ-ჰაუა. ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც გაიარეს ჩვენი სამხედრო ოპერაციების თეატრი. რადგან ჩვენ იქ არ ვიყავით, ეს ნიშნავს, რომ რუსები იყვნენ," -  აღნიშნა ბუდანოვმა. მისივე თქმით, ახლა უკრაინა ცდილობს ყველაფერი გააკეთოს ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტის ზონაში მყოფი მოქალაქეების გადასარჩენად. ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინ დგას „ჰამასის“ უკან? პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს - რუსეთი მათგან ერთ-ერთია  

რუსეთმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ძებნილად გამოაცხადა

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროს კირილ ბუდანოვზე ძებნაში გამოაცხადა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძებნება ბუდანოვი. „ძებნის გამოცხადების საფუძველი: იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით,“ - აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში. 2023 წლის აპრილში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კირილო ბუდანოვს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აქტისთვის“. მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონის სასამართლომ უკრაინელ გენერალს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ კირილო ბუდანოვზე თავდასხმის 10-ზე მეტი მცდელობა იყო.  

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ მოიპოვა რუსული დრონების მწარმოებლის საიდუმლო მასალები

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ დრონების მწარმოებელი რუსული კომპანიის, 2016 წლიდან სანქცირებული „სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრის“ საიდუმლო დოკუმენტაცია მოიპოვა. უკრაინის ცნობით, ეს კომპანია აწარმოებს უპილოტო საფრენ აპარატებს, „ორლანს“, რადიოელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის საშუალებებს და სხვა სამხედრო პროდუქციას. „მოპოვებულია 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების 100 გიგაბაიტი საიდუმლო მასალები, რომელთა შორისაა ნახაზები, ტექნიკური ამოცანები, პატენტები და პროგრამული უზრუნველყოფა. უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ დოკუმენტებს უკვე იყენებენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და აგრესორი სახელმწიფოს დასასუსტებლად“, იუწყება სამხედრო დაზვერვა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ოპერაციის დროს და სხვა დეტალებს არ ასახელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ერთ-ერთი საწარმოს საიდუმლო დოკუმენტების მოპოვება შესაძლებელი გახდა „სამოქალაქო საზოგადოების პატრიოტ წარმომადგენლებთან და მედიასთან ეფექტური ურთიერთქმედებით."  

ბუდანოვი: რუსეთი ოჩამჩირეში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი Le Monde-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტზე უკრაინის თავდასხმების გამო რუსები საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ ოჩამჩირაში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. „ჩვენ რეგულარულად ვუტევთ მტრის საზღვაო ფლოტსა და საპორტო ობიექტებს, ამიტომ რუსებს მოუწიათ, სწრაფად გადაეტანათ ყველაფერი სამხრეთ-აღმოსავლეთით. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჩამჩირაში საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ," - აცხადებს ბუდანოვი უკრაინული მედიის ცნობით. კირილ ბუდანოვის თქმით, შავი ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშაა, ისევე როგორც გაზის წარმოების პლატფორმები. „საზღვაო საექსპორტო დერეფნები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რისკების მიუხედავად კვლავ ფუნქციონირებს," - აღნიშნა ბუდანოვმა. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი: უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა ყველა რუსული სამხედრო გემი  

ბუდანოვის თქმით, ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოცემა Financial Times-თან განაცხადა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, გააგრძელოს ზეწოლა რუსეთის ძალებზე, განსაკუთრებით, ოკუპირებულ ყირიმში, მისი საჰაერო კამპანიის, საზღვაო თვითმფრინავების თავდასხმებისა და ფარული ოპერაციების მეშვეობით. მან აღნიშნა, რომ უკრაინული ქვედანაყოფები არაერთხელ შესულან ყირიმში და რომ უკრაინელი სპეციალური დანიშნულების რაზმების აქტიური ქმედებები გაგრძელდება. დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე აღნიშნული მისიების ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთის საოკუპაციო არმიის ლოგისტიკის განადგურებაა. ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსების 2023 წლის შემოდგომიდან მიმდინარე წინსვლის მცდელობებს არცერთი გარღვევა არ მოუტანიათ. „მათი ბოლო მცდელობა უკვე ორი თვეა გრძელდება. ფაქტობრივად - უშედეგოდ”, - განაცხადა კირილ ბუდანოვმა. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას  

კირილ ბუდანოვი: რუსეთის ძლევამოსილების შესახებ ლეგენდა საპნის ბუშტია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილ ბუდანოვმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარე წელი უკრაინისთვის რთული იქნება. ამავე დროს, ბუდანოვი პროგნოზირებს, რომ უკრაინა კვლავ შეძლებს ვლადიმერ პუტინის შეკავებას. ბუდანოვის შეფასებით, ქვეყანამ უკვე დაამტკიცა, რომ „რუსეთის ძლევამოსილების შესახებ მთელი ლეგენდა საპნის ბუშტია.“ Financial Times-ის ცნობით, უკრაინული დრონებით თავდასხმების თამამი ტაქტიკა იწვევს უკრაინის ზოგიერთი პარტნიორის შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ ამას შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი მოჰყვეს. „ჩვენ არ ვგეგმავთ რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას უახლოეს მომავალში. ყველაფერს, რასაც ვაკეთებდით, მომავალშიც გავაგრძელებთ," - განაცხადა თავის მხრივ, ბუდანოვმა.  

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი რუსეთის შეტევის დასრულებას პროგნოზირებს

ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაციის შეტევითი ოპერაცია უკრაინაში გრძელდება, მაგრამ, სავარაუდოდ, ის მთლიანად, გაზაფხულის დასაწყისში შეჩერდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა. კირილ ბუდანოვის თქმით, შეტევა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო და უკვე ორთვენახევარია, მიმდინარეობს. დაზვერვის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ თავდასხმის შედეგების დახასიათება არასწორი იქნებოდა, თუმცა „დონეცკის ოლქის ავდიივკის მახლობლად, ოკუპანტებმა გარკვეული წინსვლა განიცადეს.“ ამავდროულად, მან განმარტა, რომ მტრის მოქმედების დასრულება ნიშნავს უკრაინის ჯარების მოქმედებების დაწყებას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

ბუდანოვი: სრული აბსურდია იმის თქმა, რომ ტრამპს და რესპუბლიკურ პარტიას რუსეთი უყვართ

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი ტრამპის შესაძლო გამარჯვებაზე კომენტარს აკეთებს. კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ მას არ აწუხებს ტრამპის პოტენციური გამარჯვება. „ტრამპი "გამოცდილი ადამიანია. ის ბევრჯერ დაეცა და ისევ ადგა. და ეს ძალიან სერიოზული თვისებაა," - აღნიშნა ბუდანოვმა. ზოგიერთმა დემოკრატმა, მათ შორის პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა, ცალსახად განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის სეგმენტები მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მოიხსენიებენ ჯგუფს, როგორც "პუტინის მომხრე დანაყოფს.“ ბუდანოვმა ეს დახასიათება უარყო. „იმის თქმა, რომ (ტრამპი) და რესპუბლიკური პარტია რუსეთის ფედერაციის მოყვარულები არიან, სრული აბსურდია,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. ზელენსკიმ ტრამპი კიევში მიიწვია  

ზელენსკიმ ზალუჟნისა და ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს ვალერი ზალუჟნის და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს კირილო ბუდანოვს. ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე ხდება ცნობილი. ზალუჟნის ეს ტიტული მიენიჭა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინელი ხალხის თავგანწირული სამსახურისთვის. რაც შეეხება ბუდანოვს, მან უმაღლესი ჯილდო მიიღო „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, უკრაინელი ხალხის თავდაუზოგავი სამსახურისათვის გამოვლენილი პირადი გამბედაობისა და გმირობისთვის.“  

F-16-ები უკრაინის ცაზე გამოჩნდებიან

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდების საკითხი უკვე მოგვარებულია, ისინი მალე უკრაინის ცაზე უნდა გამოჩნდნენ. ბუდანოვის თქმით, რამშტაინის ფორმატში მათ უფრო დეტალურად განიხილეს ტექნიკური საკითხები, როგორიცაა F-16-ებისთვის უკრაინის ინფრასტრუქტურის უზურნველყოფა და მზადყოფნა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო აეროდრომის ბაზის მზადყოფნას. „რაც შეეხება F-16-ებს, საკითხი მოგვარებულია, ვფიქრობ, ეს ყველამ იცის. „რამშტაინზე“ საუბარი იყო დეტალებზე, მაგრამ ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა: გადაცემა, ინფრასტრუქტურის მზადყოფნა, ამ თვითმფრინავების მომსახურებისთვის მზადყოფნა, აეროდრომებისა და საავიაციო პერსონალის მომზადება,“ - განაცხადა ბუდანოვმა. როდის მიიღებს უკრაინა დასავლურ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, ბუდანოვმა შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სწრაფად. „უკვე სწრაფად, ეს ბოლო ეტაპია. თქვენ იცით, რომ ჩვენი პილოტები გადიან სწავლებას. იმედი მაქვს, რომ ისინი ცაზე გაზაფხულზე გამოჩნდებიან," - აღნიშნა ბუდანოვმა. ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დანიამ და ნიდერლანდებმა დაპირება მისცეს უკრაინას 61 F-16 გამანადგურებელს გადასცემდნენ. ცოტა ხნის წინ, ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ ადრე დაპირებული F-16-ების ნაცვლად, კიევს დამატებით 6 ასეთ თვითმფრინავს მიაწვდიან.  

ბუდანოვი: რუსეთს A-50 ტიპის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა. „კიდევ ერთი A-50 "ჩამოვარდება" და სადღეღამისო მორიგეობას შეჩერება მოუწევს," - აღნიშნა ბუდანოვმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ოკუპირებულ ყირიმში რუს ოკუპანტებს ახალი სიურპრიზები ელოდებათ. ბუდანოვი მშვიდობიან მოსახლეობას ქერჩის ხიდის გამოყენებას არ ურჩევს. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო არა ორი წლის წინ, არამედ, ათი წლის წინ - უკრაინული ყირიმის ოკუპაციასთან ერთად. თუმცა არც უკრაინის სახელმწიფო და არც უკრაინელები არ დათანხმდნენ აგრესორის უფლების აღიარებას ყირიმის მიწაზე," - განაცხადა ბუდანოვმა. მისივე თქმით, ოკუპანტების მიმართ ადგილობრივი უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგობა ერთი წუთითაც არ ცხრება. „წარმატებული თავდაცვისა და კონტრშეტევისთვის ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ შავი ზღვა და ვიყოთ ყირიმის ნახევარკუნძულზე. დაკისრებული ამოცანები შესრულებულია. დაგპირდით, რომ 2023 წელს უკრაინული სპეცრაზმი ყირიმში იქნებოდა და ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. მტერს ახალი სიურპრიზები ელის და მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ ყირიმის ხიდის გამოყენებას არ ვურჩევ," - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა. უკრაინელებმა რუსული A-50 ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები  

რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს - ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს, ამიტომ უკრაინა მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს. მისი თქმით, რუსები დიდი სიამოვნებით გაყინავდნენ ყველაფერს ისე, როგორც ეს არის ახლა და აიძულებენ უკრაინას, დაპყრობილი ტერიტორია რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. „ამ შემთხვევაში ისინი იზეიმებენ გამარჯვებას. ეს არასდროს მოხდება," - აღნიშნა ბუდანოვმა. მან აღიარა, რომ რუსეთმა როგორღაც შეძლო, მიეღო საიდუმლო ინფორმაცია უკრაინის კონტრშეტევის გეგმების შესახებ. „იმაზე მეტს არ ვიტყვი, რაც პრეზიდენტმა თქვა. ჩვენ მივიღეთ, ვთქვათ, ინფორმაცია, მტკიცებულება, რომ გეგმები ცნობილი გახდა რუსეთისთვის. ეს არის სერიოზული პრობლემა და ჩვენ გარკვეულ ზომებს ვიღებთ," - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა. უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ ომი უნდა დასრულდეს არამხოლოდ 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებით, არამედ, რუსეთის სრული დაშლით, რაც მხოლოდ შიგნიდანაა შესაძლებელი. „უკრაინის სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეიცვალოს დროის, გარემოებების, ტექნიკური და სამობილიზაციო შესაძლებლობების მიხედვით. „სწორედ ასეთ „პირობებში“ უკრაინის არმია მოიპოვებს უპირატესობას ბრძოლის ველზე, შემდეგ კი, უფრო მძლავრი პოზიციები ექნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე, რაც, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან დაიწყება. ასეთი მოლაპარაკებების დაწყების მთავარი და უპირობო პირობა უნდა იყოს 2014 წლის მარტის შემდეგ მიტაცებული უკრაინის აბსოლუტურად მთელი ტერიტორიის გათავისუფლება“, - მიიჩნევს ბუდანოვი.  

მებრძოლები, რომლებიც რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში რეიდებს ახორციელებენ, მნიშვნელოვანი ძალა ხდებიან და უკრაინა მათ დაეხმარება - ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ლეგიონის  “რუსეთის თავისუფლება”, “რუსული მოხალისე კორპუსისა” და “ციმბირის” ბატალიონის მებრძოლები, რომლებიც რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში რეიდებს ახორციელებენ, მნიშვნელოვანი ძალა ხდებიან და უკრაინა მათ დაეხმარება. „ერთმნიშვნელოვნად აქ სუბიექტურობა ჩნდება, მათ დაჯგუფებებს ვეღარ დავარქმევთ, ეს უკვე ძალა ხდება. ახლა რამდენიმე არიან, ერთად მოქმედებენ, ახლოს არიან გაერთიანებასთან რუსეთის ტრანსფორმაციის საერთო ხედვის გარშემო. მათ შეუერთდებიან რუსეთის ოპოზიციური ძალები, რომლებიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთაც იმყოფებიან,” - განაცხადა ბუდანოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული შენაერთების წარმომადგენლები “უახლოეს პერიოდში გაჩერებას არ აპირებენ. „24 თებერვლის მოვლენების პირველივე დღიდან გვეხმარებიან, საკმაოდ კარგად იბრძვიან. უკრაინის ბევრ ცხელ წერტილში იყვნენ. ჩვენის შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მათ დავეხმაროთ,“ - განაცხადა ბუდანოვმა.  

რუსების მცდელობა, შექმნან საკუთარი საზღვაო დრონები, წარუმატებელია - ბუდანოვი

რუსული სამხედრო ინდუსტრია ცდილობს საკუთარი საზღვაო დამრტყმელი თვითმფრინავების შექმნას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ, განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა. მისი თქმით, რუსული საზღვაო დამრტყმელი დრონების წარუმატებელი გამოყენება ტექნიკური მიზეზებით არის განპირობებული. „ჩვენ ერთხელ ვნახეთ მათ მიერ ასეთი დრონების რეალური გამოყენება, ყველა სხვა შემთხვევა კი, წარუმატებელი აღმოჩნდა," - განაცხადა ბუდანოვმა. უკრაინელი სამხედროები წარმატებით იყენებენ საზღვაო დამრტყმელ თვითმფრინავებს მტრის გემების განადგურების მიზნით. 5 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატის ქვედანაყოფი თავს დაესხა რუსულ ხომალდ სერგეი კოტოვს. RBC-Ukraine-ს წყაროებმა განაცხადეს, რომ დარტყმის დროს გემზე ვერტმფრენი იმყოფებოდა. ეს არ არის პირველი დანაკარგი, რომელიც რუსეთის ფლოტმა განიცადა შავ ზღვაში. როგორც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა დმიტრო პლეტენჩუკმა განაცხადა, საზღვაო დრონების დანაკარგების ფონზე, რუსები ყირიმის პორტებში სამხედრო გემების მინიმალურ რაოდენობას ინახავენ. იქ განლაგებულია ოკუპანტების მხოლოდ ნაკლებად ღირებული გემები.  

ბუდანოვი: რუსეთმა „კალიბრის“ რაკეტები დააგროვა და შესაძლოა, მათი გამოყენება მალე დაიწყოს

რუსეთი დიდი ხანია, აგროვებს კალიბრის ფრთოსან რაკეტებს, რომელთა გამოყენებაც მას უკრაინაზე თავდასხმისთვის შეულია.  ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა უკრაინის ტელევიზიით განაცხადა. „კალიბრებს“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აგროვებდნენ. ისინი აბსოლუტურად მზად არიან გამოსაყენებლად,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. მისი თქმით, ოკუპანტებმა არ გამოიყენეს „კალიბრის“ რაკეტები, რადგან ისინი ნაკლებად ეფექტიანია, ვიდრე X-101 ტიპის რაკეტები. „ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ კვლავ ვიხილავთ „კალიბრს“, რადგან საგრძნობლად შემცირდა X-101 რაკეტების რაოდენობა,“ - განაცხადა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, რუსეთმა ადრე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა ფლოტის სარაკეტო რეზერვების განახლებას და მათ გარკვეულ რაოდენობამდე გაზრდას. „მათ ეს დავალება შეასრულეს. ანუ ახლა ტექნიკურად მზად არიან მათ გამოსაყენებლად. ვიდრე ფლოტი აგროვებდა რაკეტებს, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები იყენებდნენ X-101-ს," - განმარტა ბუდანოვმა.  

უკრაინამ პირველად გაანადგურა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22M3 - ბრიტანული დაზვერვის ანალიზი

უკრაინამ პირველად გაანადგურა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22M3. ბრიტანეთის დაზვერვამ უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერაცია გააანალიზა. რუსული თვითმფრინავი S-200-ის ტიპის რაკეტების გამოყენებით განადგურდა. ეს იყო უკრაინის კიდევ ერთი წარმატებული თავდასხმა რუსეთის საჰაერო ძალების წინააღმდეგ. „ეს სისტემა, სავარაუდოდ, იგივე სისტემა იყო, რომელიც გამოიყენებოდა რუსული A-50 MAINSTAY-ის ჩამოგდებისას 2024 წლის 23 თებერვალს,“ აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა. დაზვერვამ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული ბომბდამშენი გაანადგურა. რას ნიშნავს უკრაინისთვის რუსული Tu-22M3-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის ჩამოგდება რუსული ბომბდამშენი უკრაინელებმა ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები „უკრაინის სამხედრო დაზვერვის (GUR) ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამ ოპერაციისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. უკრაინის სამხედროები ერთი კვირის განმავლობაში ელოდნენ სამიზნის გამოჩენას საჭირო ადგილას, განმარტა GUR-ის ხელმძღვანელმა. ბუდანოვს დეტალები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ აღნიშნა, რომ თვითმფრინავი 308 კილომეტრის დაშორებაზე ჩამოაგდეს. მის გასანადგურებლად გამოიყენეს ის მეთოდები და საშუალებები, რომლებიც მანამდე, თვითმფრინავ A-50-ის ჰაერში გასანადგურებლად დასჭირდათ. „ახლა რუსეთი იძულებული გახდება, ახალი გამშვები საზღვრები გამოძებნოს რაკეტების გასაშვებად და ისინი იძულებული იქნებიან, გამოიყენონ „მხოლოდ სახმელეთო კომპლექსები და შორეული ავიაციიდან და ზღვიდან გაშვებული რაკეტები ოდესის წინააღმდეგ იერიშებისას,“ ამბობს ბუდანოვი. უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ 19 აპრილს მათ პირველად მოახერხეს რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენის, Ту-22МЗ-ის ჩამოგდება. ის ატარებს ფრთოსან რაკეტებს Х-22-ს, რომლებითაც პარასკევს მორიგი მასირებული იერიშისას დარტყმები მიაყენა უკრაინის ქალაქებს. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ სტავროპოლის მხარეში, დაუსახლებელ რაიონში, ჩამოვარდა Ту-22МЗ ტიპის ბომბდამშენი, რომელიც „საბრძოლო დავალების“ შესრულების შემდეგ ბაზირების აეროდრომზე ბრუნდებოდა, მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, ეკიპაჟის სამი წევრი ევაკუირებული იყო, ერთის ძებნა კი გრძელდებოდა. „რია ნოვოსტი“ ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ერთი პილოტი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. მედია ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს.

ბუდანოვი: არმაგედონი არ მოხდება, როგორც ზოგიერთი ლაპარაკობს, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში პრობლემები იქნება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში - ივნისის დასაწყისში უკრაინას მძიმე ვითარება შეიქმნება, მაგრამ კატასტროფული შედეგები არ მოჰყვება. „ჩვენი შეფასებით, საკმაოდ მძიმე ვითარება გველოდება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული, არმაგედონი არ მოხდება, როგორც ზოგიერთი ლაპარაკობს, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში პრობლემები იქნება,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მისი პროგნოზი მთლიანად უკრაინას ეხება და არა მხოლოდ ფრონტზე არსებულ ვითარებას. მისი თქმით, „რუსები გამოიყენებენ ინტეგრირებულ მიდგომას.“ ”ისინი განახორციელებენ კომპლექსურ ოპერაციას. ამაზე თქვენთან ბევრს არ ვილაპარაკებთ, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში, ივნისის დასაწყისში რთული პერიოდი იქნება,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში მართავენ შეხვედრას, რათა კიევის მიმართ ბლოკის მხარდაჭერა განიხილონ.  

უკრაინა: SBU-მ გამოავლინა რუსი აგენტების ქსელი, რომელიც ზელენსკის, ბუდანოვის და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ ჩაშალეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციას. მათ შორის დასახელებული არიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელები ვასილ მალიუკი და კირილ ბუდანოვი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 7 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმა უნდა განეხორციელებინა აგენტების ქსელს, რომელშიც ჩართული იყო უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი. კერძოდ, ისინი რუსეთს აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას. ორივე მათგანი დაკავებულია და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის აგენტების ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო მოძიება პრეზიდენტის დაცვასთან დაახლოებული სამხედროების, რომლებიც შეძლებდნენ ვოლოდიმირ ზელენსკის მძევლად აყვანას და შემდეგ ლიკვიდაციას. ოფიციალური ინფორმაცით, აღდგომის წინ, დრონების გამოყენებით იგეგემებოდა სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის მკვლელობა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ მალიუკის განცხადებით, რუსეთის გეგმის ჩასაშლელად სპეცოპერაციის შესახებ ინფორმირებული იყო პირთა ვიწრო წრე და ოპერაციას პირადად აკონტროლებდა. მალიუკის თქმით, ტერაქტით პუტინისთვის საჩუქარი უნდა გაეკეთებინათ მისი ინაუგურაციისთვის, თუმცა რუსეთის სპეცსამსახურების კრახად იქცა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზების კურატორები იყვნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მეხუთე განყოფილების ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომლები მაქსიმ მიშუსტინი, დმიტრი პერლინი და ალექსეი კორნევი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სახელმწიფო ღალატის და ტერაქტის მომზადების მუხლებით. რუსეთი უკრაინის ბრალდებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.